წესები

1.  საიტი Payon.ge-ს (შემდგომში საიტი) სისტემაში რეგისტრირებული პირი (შემდგომში მომხმარებელი)  ვალდებულია ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის და სესხის აღების წინ გაეცნოს წინამდებარე წესებს და საკრედიტო ხელშეკრულებას.

2.  მომხმარებელი რეგისტრაციის გავლით ადასტურებს შემდეგს:

    2.1.  უკვე შეუსრულდა 20 წელი;

    2.2.  გაეცნო და ეთანხმება წესებსა და ხელშეკრულების პირობებს;

   2.3.  მის მიერ მითითებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია ეკუთვნის მას, ასახავს მის მაინდენტიფიცირებელ ინფორმაციას და პასუხს აგებს მათ სისწორეზე.

3.  საიტზე შეგიძლიათ აიღოთ ონლაინ სესხი გადასახადების გადასავადებლად 100 – 1200 ლარამდე 1-30 დღემდე ვადით. სესხზე ყოველდღიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება 0.7 % - 0.85 %, რაც საკრედიტო ლიმიტისა და სესხის დღეების მიხედვით იცვლება.

 სესხზე ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ერიცხება ჯარიმა ყოველ სამ დღეში ერთხელ ძირი თანხის 3,5 – 5 % -ის ოდენობით, დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის ოდენობიდან გამომდინარე.

4.  საიტი იტოვებს უფლებას შეუჩეროს ანგარიში, არ გასცეს სესხი ან/და ინფორმაცია გადაუგზავნოს შესაბამის ორგანოებს თუ გამოვლინდა, რომ მომხმარებელს არ შესრულებია 20 წელი ან წარმოადგინა არასწორი ინფორმაცია თავისი ასაკის შესახებ ან/და ატვირთა გაყალბებული პირადობის მოწმობა.

5.  საიტზე რეგისტრაციის შედეგად მომხმარებლის მიერ არჩეული "პაროლი" არის საიდუმლო, მისი გასხვისება და გადაცემა მესამე პირზე იკრძალება. "პაროლის" უსაფრთხოებაზე უშუალო პასუხისმგებელი თავად მომხმარებელია. "პაროლის" დაკარგვის, მისი სხვა პირზე გადაცემის და მოპარვის შემთხვევაში, მიყენებულ ზარალზე საიტი სრულად იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

6.  საიტი იტოვებს უფლებას საკუთარი შეხედულებისამებრ უარი უთხრას მომხმარებელს ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლაზე ან/და საერთოდ არ დაუმტკიცოს სესხის ლიმიტი ან დაუმტკიცოს მოთხოვნილ ლიმიტზე ნაკლები და არ განმარტოს მიზეზი.

7.  რეგისტრაციის გავლისა და და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის სრულად მიწოდების შემდეგ საიტის ადმინისტრაცია მომხმარებელს ანიჭებს საკრედიტო ლიმიტს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს შეუძლია გადაიხადოს სხვადასხვა მომსახურებათა საფასურები (თანხის განაღდება ჩვენი კრედიტის ფარგლებში შეუძლებელია). უშუალოდ კრედიტის გაცემას არეგულირებს საკრედიტო ხელშეკრულება, რომელსაც მომხმარებელი ხელს აწერს კრედიტის აღებისას.

8.  მომხმარებლის მიერ, საიტიდან სესხის აღების მომენტში, მის მიერ თანხის გადარიცხვის შემთხვევაში საიტი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას აღნიშნული თანხის დაბრუნებასთან ან/და გადატანასთან დაკავშირებით. შეცდომით დაბრუნება მომხმარებლისთვის შესაძლებელია მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

9.  მომხმარებლის პირადი მონაცემების (სახელი, გვარი, პირადობის მოწმობის ნომერი, პირადი ნომერი, მისამართი, ელექტრონული ფოსტა) შეცვლის შემთხვევაში საიტის  ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას ცვლილების შედეგად რეგისტრირებულ მომხმარებელზე არ გასცეს სესხი.

10.  მომხმარებელს თანხა ავტომატურად ჩაერიცხება მის მიერ არჩეული პროვაიდერის მომხმარებლის მიერ მითითებულ ბალანსზე.

11.  ნებისმიერი სესხის შესახებ ინფორმაცია ინახება საიტის მონაცემთა ბაზაში და სადაო საკითხის განხილვის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საიტის ელექტრონულ არქივში დაცულ ჩანაწერს.

12.  საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას შეაჩეროს, შეწყვიტოს, მოახდინოს მოდიფიცირება, გააუქმოს ან დაამატოს თავისი მომსახურებები და სესხის პირობები.

13.  მომსახურების მისაღებად მომხმარებელი პასუხისმგებელია საკუთარ სატელეკომუნიკაციო საშუალებებისა და ინტერნეტის გამართულ მუშაობაზე.

14.  მომხმარებლის მხრიდან თაღლითობის გამოვლენის შემთხვევაში, რომლის შედეგადაც საიტს მიადგება ფინანსური ან/და მორალური ზიანი, შეილახება მისი საქმიანი რეპუტაცია, საიტის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას:

    14.1.  გააუქმოს ან/და დაბლოკოს ვებ-გვერდზე შემოსვლა;

    14.2.  აკრძალოს სესხის აღება;

    14.3.  საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიმართოს შესაბამის ორგანოებს "თაღლითობის ფაქტის" შესასწავლად, მასზე შემდგომი რეაგირების მიზნით;

    14.4.  სასამართლოს გზით მოთხოვოს მომხმარებელს მიყენებული ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება.

15.  წესებზე დათანხმების შემთხვევაში მომხარებელი თანახმაა მიიღოს როგორც საინფორმაციო, ასევე ტექნიკური და სარეკლამო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერსა და ელექტრონულ ფოსტაზე