როგორ მუშაობს?

Payon.ge გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გადაავადოთ გადასახადები მარტივად და სწრაფად. ამისთვის საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია ჩვენს საიტზე, რაც საკმაოდ მარტივია და მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან ეტაპს:

    - შეავსეთ საჭირო ველები თქვენს შესახებ ინფორმაციით

    - ატვირთეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სურათი

    - მიუთითეთ თქვენთვის სასურველი ლიმიტის მოცულობა

    - დაასრულეთ რეგისტრაცია მობილურ ნომერზე გამოგზავნილი ერთჯერადი კოდის შეყვანით.

თქვენს მიერ ინფორმაციის შეყვანის შემდეგ ჩვენს ოპერატორებს სჭირდებათ 10-15 წუთი, რათა გადაამოწმონ მიღებული ინფორმაცია, ხოლო საკრედიტო განყოფილებამ მიიღოს ლიმიტის მოცულობაზე გადაწყვეტილება. გთხოვთ მოთმენით დაელოდოთ ამ დროის გასვლას, რადგან თქვენს მიერ ატვირთულ დოკუმენტს კომპიუტერი არ ადარებს მონაცემებს, ოპერატორები ამოწმებენ და შესაბამისად დროა საჭირო.

იმისთვის რომ არ შეფერხდეს პროცესი, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

    - სახელი და გვარი არ შეიყვანოთ ლათინური ასოებით

    - მისამართი დაწერეთ დეტალურად და სრულად. მაგ: ბინის შემთხვევაში მიუთითეთ ბინის ნომერიც

    -  არ ატვირთოთ ბუნდოვანი ან ხარვეზიანი სურათი. დოკუმენტში გარკვევით უნდა ჩანდეს თქვენი პირადი მონაცემები

    - თუ დაგიკავშირდებათ ოპერატორი მითითებულ მობილურის ნომერზე, უპასუხოთ დროულად და მიაწოდოთ მოთხოვნილი ყველა საჭირო ინფორმაცია.

ლიმიტის განსაზღვრის შესახებ შეტყობინებას მიიღებთ SMS-ის სახით თქვენს მიერ მითითებულ ნომერზე. ამის შემდეგ შეგიძლიათ მომენტალურად ისარგებლოთ გადასახადების გადავადების სერვისით. Payon.ge გამოირჩევა რამდენიმე უპირატესობით:

    - გადავადების საკომისიო არის ყველაზე დაბალი არსებულ შესაძლო ალტერნატივებს შორის

    - სერვისით სარგებლობისთვის არ გჭირდებათ გქონდეთ რომელიმე ბანკის ბარათი

    - ყოველი მომდევნო გადავადებით შეგიძლიათ ისარგებლოთ მომენტალურად

    - შეგიძლიათ ისარგებლოთ რამდენიმე სერვისის ერთდროულად გადახდით და პირობები აირჩიოთ თქვენი სურვილის შესაბამისად.


მადლობას გიხდით, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით და ვიმედოვნებთ ვითანამშრომლებთ წარმატებით.