ხშირად დასმული კითხვები

როგორ გავიარო რეგისტრაცია?

რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა შეავსოთ საიტის მთავარ გვერდზე განთავსებული რეგისტრაციის ფორმის ყველა ველი და დაადასტუროთ რეგისტრაცია მითითბულ მობილურ ნომერზე გამოგზავნილი ერთჯერადი კოდით.

რა დრო სჭრიდება რეგისტრაციის დასრულებას ?

რეგისტრაციის დასრულების შემდგომ თქვენი მონაცემების განხილვას და საკრედიტო ლიმიტის განსაზღვრას სჭირდება 10 – 15 წუთი. რეგისტრაციის დასრულების შესახებ პასუხს მიიღებთ მოკლ ეტექსტური შეტყობინების სახით .

რას ნიშნავს საკრედიტო ლიმიტი ?

საკრედიტო ლიმიტი წარმოადგენს მომხმარებლისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრულ მაქსიმალური სესხის თანხის ოდენობას რომელის განკარგვაც მომხმარებელს შეუძლია თავისი ნება სურვილით  საიტის წესებისა და პირობების გათვალისწინებით.

შესაძლებელია თუ არა საკრედიტო ლიმიტის გაზრდა ?

საკრედიტო ლიმიტის მოცულობის ცვლილება დამოკიდებულია მომხმარებლის შიდა რეიტინგსა და საკრედიტო ისტორიაზე.

როგორ ვისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით ?

თქვენთვის დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შეგიძლიათ ჩვენს საიტზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტ(ებ)ის საფასურის(დავალიანების) დასაფარად.

საკრედიტო ლიმიტის ფარგლებში შეგიძლიათ როგორც ერთი პროდუქტის ასევე რამდენიმე სახვადასხვა პროდუქტის საფასურის(დავალიანების) გადახდა.

რამდენ ხანში ჩაირიცხება თანხა ?

თქვენს მიერ არჩეული პროდუქტ(ებ)ის საფასურის(დავალიანების) დასაფარად თანხის გადარიცხვა ხდება მომენტალურად მას შემდეგ რაც შეასრულებთ გადარიცხვის ოპერაციას.

როგორ დავფარო სესხი?

სესხის დაფარვა შესაძლებელია როგორც სწრაფი გადახდის აპარატებით (Paybox, TBCPAY, ასევე emoney-ის ბალანსით და ვიზა/მასტერქარდის ტიპის საკრედიტო/სადებეტო ბარათების საშუალებით.

მეთოდებზე დეტალური ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ, თქვენი პირადი ანგარიშიდან გვერდზე “დაფარვა” გადასვლისას.

შეიძლება თუ არა ერთდროულად ერთზე მეტი გადასახადის გადავადება ?

დიახ, დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტის გამოყენება შეგიძლიათ რამდენიმე გადასახადის გადასავადებლად.

მაგ: თუ საკრედიტო ლიმიტია 100 ლარი.

თქვენ შეგიძლიათ გადაავადოთ:

ელ.ენერგიის გადასახადი - 30 ლარი; გაზის გადასახადი - 40 ლარი; მობილურზე ჩაირიცხოთ - 10 ლარი და დარჩენილი თანხა სხვა დროს გამოიყენოთ საჭიროების შემთხვევაში.

შემიძლია თუ არა გადავავადო გადასახადი Payon.ge-ზე, თუკი უკვე მაქვს სხვა სესხი ?

ჩვენი საკრედიტო განყოფილება ამოწმებს თქვენს საკრედიტო ისტორიას და მხოლოდ მაშინ გიმტკიცდებათ სესხი, როდესაც აკმაყოფილებთ სესხის აღების მოთხოვნებს. ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ, თქვენი შემოსავლებისა და სესხის სახით აღებული ვალდებულებების თანაფარდობას, რის შემდეგაც გიმტკიცდებათ/არ გიმტკიცდებათ მოთხოვნილი საკრედიტო ლიმიტი.

რა ხდება, თუ ვერ დავფარავ აღებულ სესხს განსაზღვრულ ვადაში?

სესხის დაფარვისთვის განკუთვნილი ვადის გასვლის შემდეგ, მეორე დღიდან დაგერიცხებათ ჯარიმა მიმდინარე ძირი თანხის 5 %-ის ოდენობით, შემდგომი სამი დღის განმავლობაში გაქვთ დრო რომ დაფაროთ თანხა, კვლავ გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ სამ დღეში ერთხელ დაგერიცხებათ ჯარიმა, იქამდე სანამ არ მოხდება სესხის დაფარვა.

როგორ მოვიქცე, როდესაც მჭირდება ცნობა დავალიანების არ ქონის/დაფარვის შესახებ ?

ამ შემთხვევაში გვწერთ თქვენს მოთხოვნას ცნობის შესახებ მეილზე: contact@payon.ge, ან უკავშირდებით ოპერატორს და მეილის მეშვეობით იღებთ თქვენი ცნობის ელექტრონულ ვერსიას. დავალიანების შესახებ ცნობის აღება უფასოა !

შემიძლია თუ არა სხვადასხვა პროდუქტების საფასურის პირდაპირ საიტიდან გადახდა ?

საიტიდან შეგიძლიათ პირდაპირ გადაიხადოთ თქვენთვის სასურველი, ჩვენს საიტზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქტ(ებ)ის საფასური პირდაპირ, რეგისტრაციის გარეშეც.